ბიზნესი
15/04/2023

"სააღდგომო კოლექციაზე მოთხოვნა ახალი წლის გაყიდვებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია"

ხელნაკეთი ნივთების მაღაზია Ceramic Studio 1300-ის სააღდგომო კოლექციაზე მოთხოვნა ახალი წლის პერიოდის გაყიდვებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. აქედან გამომდინარე, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ანასტასია გომელაურმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სააღდგომო კოლექცია წელსაც ოპტიმალურ რაოდენობაზე გათვალეს.

„აღდგომას გაყიდვების მაჩვენებლებით ახალ წელს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალი მოთხოვნაა, საჩუქრებს ნაკლებად ჩუქნიან ადამიანები ერთმანეთს. შესაბამისად, კოლექციის მასშტაბიც მცირეა. აღდგომისთვის დაახლოებით  150 ნამუშევარი დავამზადეთ  და დიდი იმედი გვაქვს, რომ კოლექციის სრული რეალიზაცია მოხდება,“- განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, სააღდგომო კოლექციაში კერამიკისგან დამზადებული, ხელით მოხატული დეკორატიული კვერცხები, კვერცხისა და პასკის თეფშები  შედის. პროდუქციის ფასი კი 25 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს.

„ბოლო პერიოდში კერამიკა საქართველოში ძალიან ტენდენციური გახდა. მიუხედავად იმისა რომ ხელით ნამუშევარია ჩვენი პროდუქცია, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. ჩვენი მომხმარებლის ძირითადი ნაწილი ქართველია, თუმცა ტურისტულ სეზონზე პროდუქციას უცხოელებიც აქტიურად ყიდულობენ,“- აღნიშნა ანასტასია გომელაურმა.

მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად კერამიკის ნაწარმის ექსპორტზე გატანა ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანაა.

„წარმოუდგენლად მაღალია ხარჯები, რაც კერამიკის ექსპორტს უკავშირდება. ევროპის ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანია მუშაობს. ცოტა ხნის წინ ჩვენი ნამუშევარი მიიწვიეს მილანში, ჩვენს დარგში ძალიან მნიშვნელოვან გამოფენაზე და გაგზავნის ხარჯები ნივთის ღირებულებას  დაახლოებით 10-ჯერ აღემატებოდა.“-განაცხადა ანასტასია გომელაურმა.

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023