ბიზნესი
14/07/2023

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო გაიხსნა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქობულეთში ახალი საწარმო გაიხსნა. ჩილიმის არომატების საწარმო ლიბანური ინვესტიციით შეიქმნა და ინვესტიციის მოცულობა 5.5 მლნ ევროს შეადგენს. 

სააგენტომ შპს „ეიჩ ჰუკას“ ინვესტიციების მიმართულებით საკონსულტაციო და ასევე, ფინანსური დახმარება გაუწია - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, საწარმომ 90%-მდე გარანტია მიიღო. სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა ჩილიმის საწარმოს მშენებლობა, საჭირო ნედლეულის და ჩილიმის თამბაქოს დამაფასოვებელი დანადგარის შეძენა.

ჩილიმის არომატების ქარხანა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული და ის მსგავსი ტიპის პირველი საწარმოა საქართველოში. საწარმოში მზადდება მოსაწევი ყალიონი, ასევე, ჩილიმის 112 სახეობის არომატიზირებული პროდუქტი.

საწარმოო ხაზი 2023 წლის იანვრის თვიდან გაიხსნა და კომპანია უკვე გადის საერთაშორისო ბაზარზე წარწერით - „სიამაყით დამზადებულია საქართველოში“. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 35 ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანია წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

ბრენდი H HOOKAH რეგისტრირებულია WIPO-ს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ასოთხმოცამდე ქვეყანას აერთიანებს და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დისტრიბუცია საქართველოს სახელით განხორციელდება. ქართული ბრენდი კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს და ერთ-ერთი მოწინავეა ჩილიმის ბაზარზე

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023