ბიზნესი
14/05/2021

რუსთავში დღეს "ლუკა პოლარეს" ფილიალი გაიხსნება

დღეს რუსთავში, "ლუკა პოლარეს" ახალი, ფილიალი დიდი ფორმატის კაფე-სანაყინე გაიხსნება და სტუმრებს სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

რუსთავი საქართველოს რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც "ლუკა პოლარე" იქნება წარმოდგენილი. 

“რუსთავი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელიც ყველაზე აქტიურად გულშემატკივრობს "ლუკა პოლარეს" გახსნას და ჩვენთვისაც ისეთივე ამაღელვებელია რუსთავში გამოჩენა, როგორც ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ფილიალს საზეიმოდ მოწვეულ სტუმრებთან ერთად გავხსნით, სტუმრების განწყობაზე კი მოძრაობის თეატრი და ჩვენი ლუკა-დათვი იზრუნებენ,” - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" პიარისა და მარკეტიგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი.

კომპანია გასული რთული წლისა და პანდემიის მიუხედავად რეგიონალურ გაფართოების გეგმას მიყვება.

„ძალიან რთული წლის შემდეგ, გვეამაყება ასეთი სიახლის დაანონსება. კომპანიის მიმდინარე წლის სტრატეგიული გეგმა რეგიონალურ გაფართოებას დაეთმობა და გეგმის განხორციელება რუსთავით დავიწყეთ. რუსთავში შემოსვლა წლების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა და დარწმუნებული ვართ, ერთ-ერთი წარმატებული ფილიალი შეემატება ჩვენს ქსელს,” - თეა თაბაგარი, კომპანიის დირექტორი.

"ლუკა პოლარეს" ფილიალში ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდებიან, ახალი კადრები შერჩეულია, რომელთაც გადამზადების კურსი თბილისის ფილიალებში უკვე გაიარეს. ფილიალი ყოველდღიურად ახალი პროდუქციით ლუკას წარმოებიდან მომარაგდება.

"ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 12 ფილიალით, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1 და რუსთავში 1.

Businesspartner