ბიზნესი
08/08/2022

Rundtea: ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპაში გატანა გვსურს

მცენარეული ჩაის მწარმოებელი კომპანია Rundtea-ს ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა სურს.

"ბიოჩაის ვაწარმოებთ და მალე სერთიფიკატის მიღებასაც ვაპირებT. ეს არის ბალახეული ჩაი ჯავახეთიდან, სხვადასხვა მცენარეებისგან, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს. არამხოლოდ ჩაიდ შეიძლება მისი გამოყენება, არამედ წამლადაც. თუმცა, ამისთვის ლიცენზიაა საჭირო. პროდუქცია ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. პროდუქტით დაინტერესებული არიან ტურისტებიც",- აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" საწარმოს დამფუძნებელი, მზისა ხმალაძე. 

Rundtea-ს სოციალური მისიაც აქვს. ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებას ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზებით ცდილობს. ჩაის შეფუთვაში ქართული შემეცნებითი ბარათებიც მოყვება. 

"გახსნილი გვაქვს სამთვიანი კურსები, ძირითადად სასაუბრო მიმართულებას მოიცავს. უკვე გვყავდა ბენეფიციარები, ვინც ეს კურსები გაიარა და სერთიფიკატებიც აიღო. შემეცნებითი ბარათებიც არის მოთავსებული ჩვენი ჩაის შეფუთვაზე. სამომავლოდ ვაპირებთ ახალი პროდუქტების დამატებას. ძირითადად კენკროვანი ჩაის სახით. ამასთან, ვაპირებ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, თუმცა ეს დროის საკითხია",- განმარტავს საწარმოს დამფუძნებელი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023