ბიზნესი
20/04/2023

როგორ ვებრძოლოთ საქმის გადადების სენს (პროკრასტინაციას)

თქვენ მუდმივად დაკავებული ხართ: პასუხობთ დღეში 30 იმეილს, წერთ ათობით ტექსტურ შეტყობინებას და პასუხობთ სატელეფონო ზარებს. დარჩენილ დროს ინტერნეტში ატარებთ, ცდებით კომპიუტერული თამაშებით, ეცნობით უახლეს სპორტულ სიახლეებს და ცინცხალ ჭორებს ქართული ვითომ-ელიტის შესახებ.

რაც არ უნდა იყოს, გულდასმით ეკიდებით. თუმცა, საქმეს, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია, მომავლისკენ სწევთ უსასრულოდ.

საქმისა და დავალებების ავადმყოფური გადადება, რომელსაც ფსიქოლოგები პროკრასტინაციას უწოდებენ, ფართოდაა გავრცელებული. ეს პრობლემად მაშინ იქცევა, როდესაც საქმეებისა და დავალებების გამუდმებული გადაწევა სამსახურში, სწავლაში და და ყოველდღიური ცხოვრებაში პრობლემებს იწვევს, გვაკარგვინებს მომხმარებლებს, სამუშაო ადგილს და მივყავართ ჯარიმამდე გადაცილებული ვადების გამო.

დავალებების პათოლოგიური გადადებით მუდმივ მანკიერ წრეში ვტრიალებთ:

 

საწყის ეტაპზე ყოველთვის არის უსიამოვნო ამოცანა, მაგალითად დეტალური ანგარიში, რომელიც მოცემულ ვადაში უნდა გაიგზავნოს.


იმის ნაცვლად, რომ უსიამოვნო საქმე დაუყოვნებლივ შესრულდეს, ის გადაიდება, რაც ნეგატიურ გრძნობებსა და იმედგაცრუებას იწვევს.დაზარალებული ამ იმედგაცრუების დაძლევას შესწორებისკენ სწრაფვით ცდილობს.

დავალების შესრულების ნაცვლად თავს უძღვნის რაიმე სხვა, ე.წ. ჩამანაცვლებელ საქმიანობას, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია და ზოგჯერ უაზროც კი. ეს ხანმოკლე დროით იწვევს შემსუბუქებას და კმაყოფილებას.


ამგვარ ხანმოკლე პოზიტიურ შეგრძნებებს სწრაფად მოჰყვება წარუმატებლობის განცდა, რადგან დავალება არ შესრულებულა და ზეწოლა გარედან თანდათან იზრდება. წარმოიქმნება გრძელვადიანი ნეგატიური განცდები და მოტივაცია და თავდაჯერებულობა კლებულობს. ამის გამო სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებიც გადაუჭრელი რჩება. შედეგად ვიღებთ სრულყოფილ მანკიერ წრეს!


ადამიანები, რომლებსაც საქმის გადადება ახასიათებთ, არც სულელები არიან და არც ზარმაცები. ხშირად ისინი პერფექციონისტებადაც კი გვევლინებიან. მათი ძირითადი პრობლემაა იმაში მდგომარეობს, რომ საქმის დაწყებას ვერ ახერხებენ, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

მათ არ მოსწონთ შესასრულებელი დავალებები. ვერ ხედავენ მასში აზრს და სხვა მიზნები აქვთ.
მათ არ შეუძლიათ არას თქმა და ვალდებულებას იღებენ შეასრულონ ამოცანები, რომელთა შესრულებაც სინამდვილეში არ სურთ.

ისინი ისახავენ არარეალურ მიზნებს. ამ მიზნებთან დაკავშირებული ამოცანების გამაოგნებელი მოცულობა ხელს უშლის მათ საქმის დაწყებაში.

ისინი ყოველთვის ცდილობენ ყველაფერი 100 %-ით სრულყოფილად გააკეთონ. პერფექციონიზმი გამოწვევების წინაშე აყენებთ და იწყებენ დავალებების გადადებას.

მათი სამუშაო გარემო გადატვირთულია მაცდური - ყურადღების გამფანტველი და ხელის შემშლელი ფაქტორებით (ტელეფონი, ინტერნეტი, ტელევიზია, ...).

ისინი მუშაობენ გრძელვადიან პროექტებზე და მათ შესასრულებლად განკუთვნილი ვადები ერთი შეხედვით არ ეჩვენებათ სასწრაფოდ.

შესაძლო გამოსავალიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მიზეზები:

 

ამოცანისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზების დადგენა: ამოცანა ზედმეტად მონოტონურია ან ზედმეტად რთულია?

უარის თქმა იმ ამოცანებზე, რომელთა შესრულებაც არასასურველია.

რეალისტური, SMART მიზნების დასახვა. დიდი ამოცანების დაყოფა ქვეამოცანებად და მათი ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულება.პარეტოს პრინციპის გამოყენება, 80/20 - წესი.ყურადღების შემაფერხებელი ფაქტორების (ტელევიზორი, მობილური ტელეფონი) თავიდან არიდება.

თუ ეს შეუძლებელია: სამუშაო ადგილის სხვაგან გადაადგილება.
უფრო მოკლე ვადების დასახვა.
დრო ყველაზე ძვირფასი აქტივია, რაც გაგაჩნიათ.

დაგაინტერესათ თემამ და გსურთ დროის - და თვითმენეჯმენტის გაუმჯობესების ხარჯზე დროის უკეთ და ეფექტურად გამოყენება? გამოგვყევით!