ბიზნესი
14/04/2023

“როდესაც B2B ფორუმზე მოდიხარ, შენ გეგმიურად პოტენციურ 3 პარტნიორს ხვდები”

მიმდინარე წლის 27 აპრილს, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის B2B ფორუმი გაიმართება. 

აღნიშნულ ღონისძიებაზე 60-მდე მცირე და საშუალო ბიზნესებს  შესაძლებლობა ექნებათ პოტენციურ მომხმარებლებს შეხვდნენ და დაამყარონ კომუნიკაცია, ხოლო მეორეს მხრივ შემსყიდველებს ექნებათ საშუალება კარგი მომწოდებლები იპოვონ -  ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა - ბიზნესის განვითარების სერვისების ლიდი,  რატი ანჯაფარიძე  აცხადებს.

„კარგად დაგეგმილი B2B ფორუმები არის მეწარმეებისთვის დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალება, რადგან როდესაც B2B  ფორუმზე მოდიხარ, შენ გეგმიურად პოტენციურ სამ პარტნიორს ხვდები და ამასთან ერთად  საშუალება გაქვს სხვა მონაწილეებსაც გაესაუბრო. „- აღნიშნავს ანჯაფარიძე.

Kudos Georgia თანადამფუძნებლის, ალექსანდრე მარგიშვილის ინფორმაციით,  ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესები აცხადებენ, რომ არ არის ბაზარზე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პირობები, ხოლო შემსყიდველები ვერ პოულობენ კარგ მომწოდებლებს. აქედან გამომდინარე ,B2B ფორუმი  მცირე და საშუალო ბიზნესებსა და შემსყიდველებს შორის არსებული ნაპრალის ამოვსების მცდელობაა.  

„რეალურად პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი კონტაქტები საკმაოდ შემცირდა და ეს  ეკონომიკურ აქტივობასაც შეეტყო, რადგან მხოლოდ სოციალურ ქსელებში საკუთარი პროდუქტის მომხმარებლისათვის შეთავაზება საკმარისი აღარაა. „ - განმარტავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებლი.

აღსანიშნავია, რომ B2B ფორუმი ითვალისწინებს შემდგომ პროცესებში მონაწილეობასაც და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი შეხვედრის გამართვით. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს ხელი შეეწყობათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. ეს შეიძლება იყოს ტექნიკური და ინტელექტუალური დახმარება, ასევე ახალი შეხვედრების ორგანიზებაში ხელშეწყობა და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023