ბიზნესი
11/01/2021
“რითეილ გრუპ ჯორჯიამ“ ახალი ბრენდების შემოყვანა გაურკვეველი ვადით გადადო
“რითეილ გრუპ ჯორჯიამ“ თებერვალში დაგეგმილი ახალი ბრენდების შემოყვანა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა,პანდემიიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი დაკონსერვდა.
„გადაიდო იქამდე, სანამ არ იქნება სტაბილურობის განცდა, რომ ამ ინვესტიციების განხორციელება შეიძლება“-აცხადებს მაღალაშვილი.
მისივე ინფორმაციით, წინასაახალწლოდ თბილისში MANGO-ს კაცის ხაზის 2 მაღაზია,„თბილისი მოლსა“ და „სითი მოლში“ გაიხსნა, თუმცა, მაღაზიათა ქსელმა მხოლოდ 1 კვირა იმუშავა, შემდეგ კი, შეზღუდვების შედეგად, დაიხურა.
„რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში Zara-ს, Mango-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდის წარმომდგენია.