"რითეილ გრუპ ჯორჯია" საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდების გასვლას გამორიცხავს
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რომელიმე ცნობილი ბრენდის საქართველოს ბაზრიდან გასვლას გამორიცხავს.
რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ ჯგუფი მომხმარებელს ონლაინ გაყიდვებს შესთავაზებს.
„მრავალი წელია ვმუშაობთ ონლაინ პლატფორმასა და მის განვითარებაზე, თუმცა პანდემიამ დააჩქარა ეს მოვლენები და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მომსახურებას შევთავაზებთ მომხმარებელს.
საკუთარი პლატფორმის გარდა, ვთანამშრომლობთ Vendoo.ge-სა და Extra.ge- სთან,“ – ამბობს ჯგუფის დირექტორი.
„რითეილ გრუპ ჯორჯია” საქართველოში Zara-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს, Marks&Spenser-ის და სხვა ცნობილი ბრენდის წარმომდგენია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ცნობილმა ბრენდმა მაღაზიების დახურვის აუცილებლობაზე განაცხადა. მაგალითად, ZARA–მ მსოფლიოში 1000-1200 მაღაზიის დაკეტვა გადაწყვიტა.
როგორც ივნისში ცნობილი გამოცემა Glamour-ი წერდა ZARA–ს ზარალმა 2020 წლის პირველ კვარტალში 460 მლნ-ს გადააჭარბა, ამასთან შემცირდა ონლაინ გაყიდვებიც 50%-ით.
იმავდროულად Inditex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაბლო ისლამ დაადასტურა, რომ კომპანია გაზრდის ონლაინ მომხმარებელთა მომსახურების გუნდს, როგორც კონკრეტულ ონლაინ საცავებში, ასევე მაღაზიებიდან და მომხმარებლებს შეთავაზებს უწყვეტ მომსახურებას, ნებისმიერ მოწყობილობაზე დღის ნებისმიერ დროს.
ისლამ დაამატა, რომ კომპანია მომავალი სამი წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს თავის ონლაინ სავაჭრო პლატფორმებში, დამატებით 1.7 მილიარდი დოლარი გამოიყოფა მაღაზიების გასაუმჯობესებლად.
Coresight Research-ის პროგნოზით, წელს შესაძლოა ცნობილმა ბრენდებმა 25 000 მაღაზია დაიხურონ.