ბიზნესი
12/03/2021

"რითეილ გრუპ ჯორჯია" ორი ახალი ბრენდის შემოყვანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საქართველოში სექტემბერში შესაძლოა ქალის სამოსის ორი ახალი ბრენდი შემოვიდეს. „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამ ეტაპზე არ ასახელებს თუ რომელი ბრენდები აპირებენ საქართველოს ბაზარზე შემოსვლას, თუმცა, აცხადებს, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

„საუბარია თურქულ ბრენდებზე და იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები 1-2 თვეში წარმატებით დასრულდება,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

გარდა ამისა, მაისში საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში გაიხსნება

შეგახსნებთ, რომ „რეითეილ გრუპ ჯორჯიამ“ მოლებში უკვე გახსნა კიდევ ერთი ბრენდის - „მანგო მენ“ მეორე მაღაზიაც: „ერთი მაღაზია გვქონდა, ახლა გაიხსნა კიდევ ერთი. ბრენდი ხელმისაწვდომია როგორც „სითი მოლში“, ისე „თბილისი მოლში“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022