ბიზნესი
13/03/2021

რითეილ გრუპ ჯორჯია: ონლაინ ვაჭრობა საკმაოდ მზარდია

“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ონლაინ ვაჭრობას განვითარების პერსპექტივა საქართველოშიც აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შემთხვევაში ონლაინ მიმართულებას გაყიდვების 10%-ი უჭირავს, ეს წილი ევროპის ქვეყნებშიც ანალოგიურ მაჩვენებელს არ სცდება. დინამიკა მზარდია, თუმცა, ტრადიციულ რითეილთან შედარებით მაინც მცირეა. ახლა ჩვენც ონლაინზე ვართ ფოკუსირებული.

"რითეილ გრუპ ჯორჯია" საერთაშორისო კომპანიაა, წარმოდგენილები ვართ არაერთ ქვეყანაში და თითოეულში აქტიურად მიდის ონლაინ პლატფორმებზე მუშაობა.

ჩვენმა ჯგუფმა შეიძინა ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ პლატფორმა საუდის არაბეთში, შესაბამისად, აქტივობა ამ მიმართულებით გაიზრდება,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

კითხვაზე, რა არის ის ძირითადი ხარვეზები, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის დროს საქართველოში ონლაინ სერვისებს აქვს, მაღალაშვილი აცხადებს, რომ იყო რამდენიმე პრობლემა, რაც გამოწვეული იყო მათ შორის მოლოდინებში სხვაობით.

„ზოგიერთი ბრენდის კოლექციები ხშირ შემთხვევაში ესპანეთიდან იგზავნება და არა საქართველოდან, ამ დროს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ რატომ სჭირდებოდა 1 კვირა ან 8 დღე, როდესაც ბრენდი აქ არის წარმოდგენილი. თუმცა, ამას პლიუსი ჰქონდა ის, რომ ესპანეთიდან სრული კატალოგი იყო ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ ის, რაც საქართველოშია. მათ შორის, ზომებშიც აღარ იყო შეზღუდვა. ამან საკმაოდ იმუშავა. მივიღეთ კრიტიკა, მაგრამ ციფრები მოწმობს იმას, რომ მომხმარებელმა ონლაინ ვაჭრობა საკმაოდ დადებითად მიიღო და ეს მიმართულება საკმაოდ მზარდია,“ - აცხადებს მაღალაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის „რითეილ გრუპ ჯორჯია“ საქართველოში 35 ბრენდის 60-მდე მაღაზიას აერთიანებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022