ბიზნესი
28/04/2021

რითეილ გრუფ ჯორჯია: ლოქდაუნი ბევრ ბიზნესს დანას გამოუსვამს

რითელ სექტორმა გამოცოცხლება დაიწყო. გასული წლის ზაფხულთან შედარებით ვაჭრობის შედეგები 2021-ის თებერვალსა და მარტში გაზრდილია. დადებითი ტენდენციაა აპრილშიც.

როგორც „რითეილ გრუფ ჯორჯიას“ დირექტორი, რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, წელი ნორმალურად ჩაივლის, თუ ეკონომიკური საქმიანობა არ შეფერხდება.

„წელს, რაც გავიხსენით იმ პერიოდში დაახლოებით 30%-ით იყო შემცირებული შემოსავლების ნაკადები. ამას კურსთა შორის სხვაობა რომ დავამატოთ, ლარში არ გვაქვს სავალალო ციფრები, თუმცა კლება არის. თუ უცხოურ ვალუტაში გადავიყვანთ, აქ წინა პერიოდებთან შედარებით ძალიან დიდი კლებაა. აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი რითეილერი, იმპორტიორი უცხოურ ვალუტაში იძენს პროდუქციას. ამ მხრივ ძალიან გაგვიჭირდება.

მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ვაჭრობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე გასული წლის ზაფხულში. აპრილშიც არა უშავს, არ არის ცუდი შედეგები.

ამიტომ, თუ შევძლებთ, რომ რამენაირად ეკონომიკური აქტივობა შევინარჩუნოთ, ამ მძიმე წელს ამ აქტივობით გადავიტანთ. უბრალოდ, კიდევ ერთი ლოქდაუნი დანას გამოუსვამდა ძალიან ბევრ ბიზნესს“,- განაცხადა მაღალაშვილმა.