ბიზნესი
05/04/2023

"რიკოთზე არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სააღდგომოდ დასავლეთში კვერცხის მიწოდება არ შეფერხდება"

„თადარიგი დაჭერილი გვაქვს, რიკოთის უღელტეხილზე არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სააღდგომოდ დასავლეთში კვერცხის მიწოდება არ შეფერხდება.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ზურაბ უჩუმბეგაშვილის განმარტებით, როგორც წესი, აღდგომის წინა პერიოდში მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია და წელსაც ამ კუთხით სექტორი გაყიდვების მასშტაბურ ზრდას ელის. შესაბამისად, საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობენ.

„წელსაც ველით აღდგომის პერიოდში გაყიდვების მასშტაბურ ზრდას. შესაბამის სიმძლავრეებზე გასულები ვართ, მარაგები გვაქვს. ფაბრიკები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. როგორც იცით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია, მაგრამ ჩვენ თადარიგი დაჭერილი გვაქვს. მოკლედ, დასავლეთისთვის კვერცხის მიწოდებაში არანაირი წყვეტა და დეფიციტი მოსლოდნელი არ არის,“-აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთი კვირაა, რაც დასავლეთის მიმართულებით კვერცხის დისტრიბუციის მაჩვენებლები გაზრდილია.

„ჯერ დრო საკმარისია, ერთი კვირაა, რაც დავიწყეთ დასავლეთის მიმართულებით კვერცხის გაზრდილი რაოდენობით გადაზიდვა. შენახვის ვადიდან გამომდინარე, ყოველდღე ვუშვებთ იმ რაოდენობას, რაც საკმარისია ადგილობრივი მოხმარებისთვის და მცირე მარაგებსაც ვაკეთებთ.“-განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023