ბიზნესი
12/07/2023

რეზი ცეცხლაძე ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Berliner Wine Trophy იმსაჯებს

მეღვინე და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, რეზი ცეცხლაძე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში ბერლინში გაიმართება.

რეზი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ღვინის საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც უკვე რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ღვინის კონკურსზე იმსაჯა.

Berliner Wine Trophy-ი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის კონკურსია, რომელიც OIV (ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება. კონკურსი ყოველწლიურად მსოფლიოს საერთაშორისო ღვინის მწარმოებლებსა და დისტრიბუტორებს აერთიანებს.

2022 წელს, რეზი ცეცხლაძემ IWSC (International Wine and Spirits Competition)-ისა და IQWC (International Qvevri Wine Competition)-ის საერთაშორისო კონკურსებზე იმსაჯა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023