ბიზნესი
03/02/2021

"რესტორნების უმრავლესობა იზიარებს მოთხოვნებს და მიჰყვება ეტაპობრივი გახსნის გეგმას"

ეს არის რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს არის რესტორნების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც მსგავს მოთხოვნებს აყენებენ, - ასე ეხმიანება შრომის მთავარი ინსპექტორი რესტორნების თვითნებურად გახსნაზე გადაწყვეტილებას.

ბექა ფერაძე ამბობს, რომ  საკვები ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის ეტაპობრივი გახსნის გეგმას მიჰყვება.

"ბევრ რესტორანთან გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათთვის დღეს პრიორიტეტი არ არის მუშაობის აღდგენა. რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მიჰყვება მთავრობის ეტაპობრივი გახსნის გეგმას. ამ ორი ჯგუფის ინტერესები ერთად უნდა შევაჯეროთ”,- განაცხადა ფერაძემ.

ფერაძემ აქვე განმარტა, რა სახის ჯარიმა დაეკისრებათ რესტორნებს, რომლებიც მუშაობას ნებართვის გარეშე აღადგენენ.

"თუ უკიდურესი აუცილებლობა დადგება, ბუნებრივია სანქციებს გამოვიყენებთ. ეს ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ 10 000 ლარია. განმეორება კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას იწვევს",- აღნიშნა ფერაძემ.