ბიზნესი
10/11/2020
რესტორატორთა ასოციაცია: რესტორნების მხოლოდ 5% გადარჩება
რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და ეპიდემიოლოიური ვითარების გამო ფუნქციონირებას რესტორნების მხოლოდ 5% გააგრძელებს. ეს იმ ობიექტებს ეხება, რომლებიც პრემიუმ სეგმენტს ემსახურებოდნენ.
„შეხვედრა გვქონდა ბიზნეს ომბუდსმენთან წინა კვირაში. დავიწყეთ საუბარი, როგორ შეიძლება მდგომარეობიდან გამოსვლა. იქ აღინიშნა, რომ ნოემბრის შუა რიცხვვებამდე, ან ბოლომდე რეგულაციების შეცვლის პერსპექტივა არ არსებობს. თუ ნოემბრის შუა რიცხვებამდე ეპიდემიოლოგიური ვითარება შეიცვალა, შეიძლება შერბილებებზე საუბარი. არსებული რეგულაციებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების თანახმად, რესტორნების სრული რაოდენობის მხოლოდ 5% გადარჩება“,- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.