ბიზნესი
12/10/2020

რესტორატორთა ასოციაცია გადასახადებისგან გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს

რესტორატორთა ასოციაცია გადასახადებისგან გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ რესტორნების 90% დაიხურება. ასოციაციის ინფორმაციით, დღეს მუშაობა შეწყვეტილი აქვს რესტორანთა დაახლოებით 70%-ს.

„რესტორნები იმის იმედად იხურებიან, რომ როდესაც კორონა ვირუსის პანდემიამდელი რეალობა დაბრუნდება, მერე გაიხსნებიან. რესტორნების მეორე ნაწილი უსახსრობის გამო იხურება. გახსნის შესაძლებლობა უბრალოდ აღარ აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ იმატებს, მოლოდინებიც ნეგატიურია.

დღეს არსებული მდგომარეობით რესტორნების 60-70% დახურულია. თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდა, შესაძლებლობა კი ძალიან მცირედია, რომ რაიმე ცვლილება მოხდეს, რესტორნების დაახლოებით 90% დაიხურება. და მხოლოდ 10% მიაღწევს იმ რეალობას, როდესაც მდგომარეობა კოვიდამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორატორთა ასოციაციის თავმდჯომარემ, შოთა ბურჯანაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022