ბიზნესი
13/07/2023

"რედ-კო მენეჯმენტ გრუპის" საქმეზე სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და 11³ (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო.
 
საკითხი შეეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს, სააგენტოში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს, არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
 
2023 წელს, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო: რედ-კო მენეჯმენტ გრუპის, ყაზბეგი 1881, ი/მ ნუნუ კინწურაშვილის, შპს რეტკოს და მედ ფარმას გრუპის საქმეებზე.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023