ბიზნესი
18/05/2023

რამზეს იახტა: ამ ეტაპზე 2 ცალი 22 მეტრიანი იახტაა გაყიდული

"იახტების გაყიდვების ტენდენცია მზარდია",- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ იახტების დილერი კომპანია „რამზეს იახტის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩიკვაიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, იახტების გაყიდვა 2020 წლიდან დაიწყო და დღემდე ჯამში 19 მცურავი ობიექტი გაიყიდა, მათ შორისაა კატერები, დღის კრუიზერები და იახტები.

როგორც ჩიკვაიძე განმარტავს, თავდაპირველად  მოთხოვნა მხოლოდ კატერებსა და დღის კრუიზერებზე იყო, შემდეგ კი სარეალიზაციო ქსელს პატარა ზომის იახტა დაემატა, გასულ წელს კი კომპანიამ  გასაყიდად  22 მეტრიანი იახტაც გამოიტანა. როგორც ჩიკვაიძე აცხადებს,  ამ ეტაპზე ჯამში 2 ცალი 22 მეტრიანი იახტაა გაყიდული.

„აღსანიშნავია, რომ ყველა გაყიდული იახტის მფლობელი არის ქართველი. არიან საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ბიზნეს წარმომადგენლები, ასევე ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს მიმართულება ან  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონიათ შეხება,"- აცხადებს ჩიკვაიძე.

როგორც იახტების დილერი კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ იახტები განბაჟების პროცედურებისაგან სრულადაა გათავისუფლებული, ბიზნესის ამ სეგმენტის განვითარება საკმაოდ გამარტივებულია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023