ბიზნესი
04/11/2020

რაღაც მექანიზმია მოსაფიქრებელი, ყველა ბიზნესი გაკოტრების პირასაა - რესტორანი "ზაზანოვა"

რესტორანი „ზაზანოვა“ „ბიზნესპარტნიორთან“ იმ ზარალზე საუბრობს, რაც ობიექტს ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებულმა რეგულაციებმა შეუქმნა.

„ჩვენთან სტუმარი მხოლოდ 9 საათის შემდეგ მოდიოდა. თვის ბოლოს მოგების სახით 0-ზე რომ გახვიდე კონკრეტული თანხაა საჭირო. ჩვენ ამ თანხის მეოთხედსაც კი ვეღარ ვაკეთებთ.  მხოლოდ გატანის სერვისზე ვართ დამოკიდებული. რაღაც მექანიზმია მოსაფიქრებელი. ყველა ბიზნესი გაკოტრების პირას არის მისული. როდესაც იმის მეოთხედსაც ვეღარ აკეთებ, რომ 0-ზე გახვიდე… წაგებაზე ვმუშაობთ, მინუსებში ვართ. ეს დაღუპვაა ბიზნესისთვის“,- განაცხადა რესტორნის დამფუძნებელმა, მარინა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა რესტორანი მუშაობას 22:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებს.