რა შემთხვევაში განიხილავს შოთა ბურჯანაძე საკუთარ თავს ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურად
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბიზნესომბუდსმენად მისი კანდიდატურის განხილვას ეხმაურება. ის განმარტავს, რომ თავის თავს ამ პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში განიხილავს.
“გააჩნია, რა პირობები იქნება. მე საქმეს ახლაც ვაკეთებ. ის რაც ბიზნესს უჭირს, ეს სიტყვა იქამდე მიმაქვს. ეს თუ იქნება შესაძლებლობა, რომ უკეთესად გაკეთდეს საქმე, ამ შემთხვევაში განიხილება. თუმცა თუ იგივე იქნება, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ. ჩემი სფერო საჯარო სფერო არ არის”,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
მთავრობა ახალ ბიზნესომბუდსმენს ეძებს. შეგახსენებთ, რომ მსხვილ ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა კერძო სექტორს შესაფერისი კანდიდატურის დასახელება სთხოვა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის კანდიდატი ასოციაციებიდან უნდა შეირჩეს და ბიზნეს გაერთიანებებმა თავიანთი კანდიდატი დროულად უნდა წარადგინონ. მან აღნიშნა, რომ შოთა ბურჯანაძის კანდიდატურა არ არის ცუდი ვარიანტი.