ბიზნესი
25/05/2023

"ყავის ლაბორატორია" რესტორანს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახსნის

„ყავის ლაბორატორია“ რესტორანს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახსნის.

როგორც კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, რესტორანი ფუნქციონირებას ოქტომბრიდან დაიწყებს.

ამასთან, ყავის ლაბორატორიამ გასული წლის ნოემბერში „კოფილაბის“ ახალი, რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა.

„ობიექტი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ორსართულიანი სივრცეა და როგორც ვგეგმავდით, პირველ ეტაპზე „კოფილაბი გაეშვა,“ თუმცა რესტორანი, რომელიც ობიექტის მეორე სართულზე უნდა განთავსდეს, ჯერ არ გახსნილა და შემოდგომისთვის მისი ამოქმედებაც იგეგმება. რაც შეეხება, „კოფილაბს“ საკმაოდ დატვირთულია პივრლივე დღეებიდან, უნდა ვთქვა, რომ კარგი სტარტი ჰქონდა.“-განაცხადა თათია ზარქუამ.

მისივე განმარტებით, პროექტის საერთო ღირებულება 2 მლნ ლარამდეა. „ყავის ლაბორატორია“ ამ დროისთვის 250-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის. ამ ეტაპზე კომპანია ქართულ ბაზარზე 5 ფილიალით არის წარმოდგენილი. '

Businesspartner