ყავის ლაბორატორია: ბოლო პერიოდში, ძვირადღირებულ ყავაზე მოთხოვნა გაზრდილია
„ბოლო პერიოდში ძვირადღირებულ ყავაზე მოთხოვნა გაზრდილია“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ყავის ლაბორატორიის“ გენერალურმა მენეჯერმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარული ეთიოპიიდან იმპორტირებული ყავაა, რომლის ფასი 1 კგ-ის შემთხვევაში 150 ლარს აღწევს.
„თუ ერთმანეთს შევადარებთ, ყველაზე მოთხოვნადი მაინც შედარებით დაბალბიუჯეტიანი ყავაა, როგორც თბილისში ისე რეგიონებში. თუმცა ბოლო დროს, როგორც ჩვენთან ისე ჩვენს პარტნიორ კომპანიებში გაზრდილია მოთხოვნა ძვირადღირებულ პროდუქტზეც.
ყავის ასორტიმენტი სეზონურობიდან გამომდინარე, მუდმივად განახლებადია. რომელი ქვეყაანაშიც არის სეზონი იქიდან ჩამოგვაქვს ყავის მარცვლები. რაც შეეხება ღირებულებას, ჩვენთან ფასები 1 კილოგრამზე 100-დან 150 ლარამდე მერყეობს.“-აღნიშნა თათია ზარქუამ.
„ყავის ლაბორატორია“ ამ დროისთვის 250-მდე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს და ყავის მარცვალს აწვდის.ამ ეტაპზე კომპანია ქართულ ბაზარზე 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.