ბიზნესი
12/04/2023

პურის მწარმოებლები ბუნებრივი აირისა და სხვა კომუნალური ხარჯების გადახედვას ითხოვენ

პურის მწარმოებლები ბუნებრივი აირისა და სხვა კომუნალური ხარჯების გადახედვას ითხოვენ.

როგორც პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიებმა შუამდგომლობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართეს.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ცოტა ხნის წინ ჰქონდათ შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სადაც პურის ფასის წარმოების შემცირების გარდა იმაზეც იმსჯელეს, რომ აუცილებელია პურის მწარმოებლებისთვის გაზის ტარიფის და სხვა კომუნალური ხარჯების გადახედვა.

„ენერგომატარებლების მდგენელი პურის წარმოებაში 20%-ია. ეს საკმაოდ მაღალია. ჩვენი მოთხოვნაა, გადახედონ ამ ფასებს და რეალური ტარიფი დასვან.

როგორც იცით, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი გასულ წელს გაძვირდა. ბუნებრივი აირის გამანაწილებლები მაშინ ამბობდნენ, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო და ლარის კურსის დასტაბილურებასთან ერთად ეს ფასებიც შემცირდებოდა. წარმოებებისთვის, რომლებიც ქალაქშია განთავსებული, წყლის ტარიფიც ძალიან მაღალია. ამის გამო, საწარმოების დიდი ნაწილი ქალაქიდან გავიდა, შერჩა ეს მაღალი ტარიფი პურის მწარმოებლებს. გვაქვს იმედი, რომ გადახედავენ ამ ფასებს.“-აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი 2022 წლის 1 ივლისიდან გაძვირდა. მაშინ ტარიფების ცვლილება სხვა სექტორის მსგავსად პურის მწარმოებლებსაც შეეხეოთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023