ბიზნესი
29/04/2021

პურის მწარმოებელი ბრენდი "მზეთამზე" ფართოვდება

პურის მწარმოებელი კომპანია "გემოვანი", რომელიც ბაზარზე ბრენდით "მზეთამზე" არის წარმოდგენილი ფართოვდება.

კომპანია წლის განმავლობაში რეგიონებში გასვლას ქვებრენდებით გეგმავს. გურიაში გამოცხვება – კალისტო 1920 – გემოვანი პური; ქართული პური გამოცხვება სამეგრელოსა და იმერეთში.

"რეგიონებში გაფართოება მოხდება ადგილობრივი ფურნეების საწარმოო სიმძლავრის გამოყენებით", - ამბობენ კომპანიაში.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ ახალი, ბატონის ფორმის თეთრი პური „ზიარი“ გაყიდვაში სრულად ჩაუშვა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სატესტო წარმოების შემდეგ დღიური წარმოების მაჩვენებელი გაიზარდა, შეიცვალა შეფუთვაც.

კომპანიაში ამბობენ, რომ "მზეთამზე" ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივ საფუარზე ე.წ. პურის დედაზე დამზადებულ პურს ინდუსტრიულად აწარმოებს. წარმოებისას გამოყენებულია ქართული ენდემური ჯიშების ხორბლის ფქვილი, მათ შორის ლომთაგორა და დოლი. დამატებულია ასევე ყურძნის წიპწის ფქვილი.

პური “მზეთამზეს” მწარმოებელი კომპანია “გემოვანის” წილი 2020 წელს სს სინერჯი კაპიტალმა შეიძინა და მის განვითარებაზე აქტიური ზრუნვა დაიწყო.