ბიზნესი
17/05/2021

Pulsar AI-ის 30 თანამშრომელი გლობალურ კომპანია SPINCAR-ში დასაქმდა

Pulsar AI-ს საოპერაციო დირექტორის სოფიო ჭყოიძის განმარტებით, კომპანიის 30 თანამშრომელი გლობალური კომპანია SPINCAR-ის გუნდის  წევრი გახდა. როგორც ჭყოიძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა, Pulsar AI-ის 30 თანამშრომელს არაფორმალური შეხვედრები უკვე ჰქონდა SPINCAR-ის მენჯმენტთან და თანამშრომლებთან.

მისივე განცხადებით, Pulsar AI-ს წარმატებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი კომპანიის გუნდის ყველა  წევრს მიუძღვის.

შეგახსენებთ, ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალურმა  კომპანია SPINCAR-მა ქართული სტარტაპი PULSAR AI-ი იყიდა. SpinCar–ის თანადამფუძნებლის მაიკლ ქვიგლის თქმით, Pulsar– ი შესყიდვა, SpinCar– ის ზრდის სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

Pulsar–ის ავტომატიზირებული კომუნიკაციის შესაძლებლობას შეუძლია უპასუხოს შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნებს ელექტრონული ფოსტით ან ტექსტური შეტყობინებით.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს ერთად დაიწყეს მუშაობა, შეიმუშავეს AI ტექნოლოგია საქართველოს ფინანსური კომპანიებისთვის. 2019 წელს სოფო ჭყოიძე შეუერთდა გუნდს და მათ ერთად დააარსეს Pulsar, რომელმაც მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნა. ქართველ-ამერიკელი მეწარმე ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და გუნდს დაეხმარა ავტოვაჭრობის სივრცეში უნიკალური შესაძლებლობის დადგენაში. კომპანიამ  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA ) მხარდაჭერაც მიიღო.