ბიზნესი
07/04/2023

Pulsar AI ბაზრების გაფართოებას გეგმავს

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, Pulsar AI  წლის განმავლობაში ბაზრების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ს სტარტაპის დამფუძნებელმა, სოფო ჭყოიძემ განუცხადა.

Pulsar AI არის ქართული სტარტაპია, რომელიც ავტომობილის დილერებს  24/7 საათიან რეჟიმში ეხმარება SMS და Email არხების მეშვეობით მომხმარებელს ამომწურავი პასუხები გასცენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, კომპანია უკვე წარმოდგენილია ამერიკის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე. სამომავლოდ კი, გეგმავს როგორც ევროპის, ისე სამხრეთ ამერიკის მიმართულებით გააქტიურებას. 

„მთავარი ინიციატივა, რასაც ვფიქრობთ, არის სხვა ბაზრებისთვის ჩვენივე პროდუქტის სხვა ენაზე შეთავაზება. ეს გაგვიხსნის საზღვრებს მაგალითად, საფრანგეთში, მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში და ა.შ. ამიტომ ეს არის ინვესტიცია, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო შეიძლება იყოს იმისათვის, რომ მხოლოდ ამერიკის, კანადისა და დიდ ბრიტანეთის ბაზრებს გავცდეთ.“- აცხადებს ჭყოიძე.

მისი ინფორმაციით, სტარტაპი ამ ეტაპზე ბაზრის მოკვლევის პროცესშია, თუმცა  ამერიკის ბაზარი სრულად შესწავლილი არ არის, შესაბამისად აქაც აქტიურად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.

ამ ეტაპზე, კომპანიის პროდუქციას 1000-მდე ავტომანქანების დილერი ჰყავს, თუმცა სტარტაპს ჯამში 5000-მდე მომხმარებელი იყენებს. 

ცნობისთვის, Pulsar AI -მ ამერიკაში ავტომანქანების დილერებისთვის Conversational AI ასისტენტი შექმნა და ეს პლატფორმა ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს.

ორი წლის წინ კომპანია ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა იგივე Impel-მა შეისყიდა. Impel-მა Business Intelligence Group - ისგან ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში სტატუს ჯილდო მიიღო. ჯილდოს მფლობელი ქართული პულსარის მიერ შექმნილი ტექნოლოგია გახდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023