ბიზნესი
02/06/2023

PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას.

„PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობის ღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის სატელევიზიო პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები გადასცა. Lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორცილდეს“- განაცხადა PSP ფრამას დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023