ბიზნესი
30/06/2023

პრემიერი: სამუშაო ადგილები იქმნება, ძლიერდება, მეტი დოვლათი იქმნება

ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ დახმარების პროგრამები, „დანერგე მომავალი“, ყველა ეს პროგრამა იძლევა კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამუშაო ადგილები იქმნება, ძლიერდება, მეტი დოვლათი იქმნება.

„პროგრამის შეფასების ანალიზი გაკეთებული გვაქვს, ეკონომიკის სამინისტროს გაკეთებული აქვს ეფექტიანობის ანალიზი და ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ დახმარების პროგრამები, „დანერგე მომავალი“, ყველა ეს პროგრამა იძლევა კონკრეტულ შედეგს. სამუშაო ადგილები იქმნება, ძლიერდება, მეტი დოვლათი იქმნება, მეტი გამოცდილება მიეცემათ ჩვენს თანამოქალაქეებს. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს პირიქით, გასაძლიერებელია, არა თუ შესამცირებელი და გადასახედი. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მხოლოდ პირველ კვარტალში შეიქმნა 70 000 სამუშაო ადგილი. ბატონი რომან გოცირიძე ურცხვად იტყუებოდა, რომ თითქოს მე ვთქვი, რომ 250 შეიქმნა, მე ვთქვი, რომ ბოლო 2 წელიწადში, მოსმენაც არ იცის ამ კაცმა, მაგრამ მინდა შევახსენო მას, როდესაც იყო ეროვნულ ბანკში და კუპონის ინიციატორი და ავტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კუპონის, მაშინ რაზე ფიქრობდა საერთოდ. კაცი კუპონის შემოქმედი, გაიცანით ბატონი რომან გოცირიძე.
თქვენ არ იყავით მაშინ ეროვნულ ბანკში? ნოდარ ჯავახიშვილი პირიქით, ჩართული იყო ლარის შემოღებაში და მის დროს მოხდა ლარის შემოღება, თქვენ - კუპონის დროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023