ბიზნესი
15/10/2020

პრემიერი კერძო და სახელმწიფო უწყებებს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კერძო და სახელმწიფო უწყებებს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

„მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ ეს არის რეკომენდაცია ერთი და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც ბოლო პერიოდში, მაგალითად, მოხდა ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს“,- აღნიშნა პრემიერმა.