ბიზნესი
14/02/2022

პრემიერი: ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად არაორდინალური ნაბიჯები გვჭირდება

ეკონომიკური ზრდის და დარგის განვითარების მიზნით, მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ ინიციატივას სთავაზობს. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამინისტროებს ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განსახორციელებელი. შესაბამისად, მთავრობის შეთავაზებაა, ბანკებიდან მთავრობის გარანტიით ფინანსური რესურსი მოიზიდონ, მათ გარანტირებული დაკვეთა ექნებათ უწყებებისგან, მთავრობა კი, შესრულებულ სამუშაოზე, 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადაიხდის თანხას.

პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა 2022 წელს 500 მლნ ლარის ინვესტირებას მოახდენს.

"ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკნომიკური ზრდის დამაჩქარებლები და გარკვეული არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. ერთის მხრინ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით და მეორეს მხრივ საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანია, დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრატრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწფიო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება, როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე. 

ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით 0.5 მლნ კვ.მ. ასევე იქნება შსს პოლიციის ქალაქის მშენებლობა, პოლიციის შენობების აშენება, რეაბილიტაცია. განათლების სამინისტრო 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, ასევე ბაღებს მშენებლობას გეგმავს. თავდაცვას თავისი პროექტები აქვს. ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს წყალმომარაგების თუ სხვა პროექტები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ინიციატივის განხორციელება ეკონომიკას დამატებით 1-2%-ით გაზრდის. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020