ბიზნესი
13/06/2022

პრემიერი "ბორჯომის" თანამშრომლებზე: ყველა სამართლებრივი მოთხოვნა უნდა დაუკმაყოფილდეთ

პრემიერ-მინისტრის დავალებით ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები "ბორჯომის" ქარხნის ფუნქციონირებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქარხნის თანამშრომელთა მოთხოვნებს. 

"რამდენიმე კვირის წინ შეგპირდით, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გაგაცნობდით. წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და სახელმწიფო გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც ბორჯომის ქარხნის მეპატრონეა. ეს არის უსასყიდლო გარიგება. უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა მოიხსნება, რომელიც ქარხანას ფუნქციონირებისას ჰქონდა. 

რაც სახელმწიფო საწარმოს თანამფლობელი გახდება, უფრო აქტიურად ჩავერთვებით საქმიანობაში და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არცერთი მოქალაქე და თანამშრომელი არ დაიჩაგრება. ვიცი, რომ არსებობდა გარკვეული კითხვები და ყველას პასუხი გაეცემა. ჯობს, ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ ბოლომდე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე იჩაგრება. ყველა მათი სამართლებრივი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო "ბორჯომის" ქარხნის თანამფლობელი გახდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აქციები მთავრობას უსასყიდლოდ გადაეცა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023