ბიზნესი
13/06/2022

პრემიერი: ბიზნესი სწორად აღიქვამს იმ სტაბილურობას, რომელიც ჩვენმა მთავრობამ შექმნა

პრემიერ-მინისტრი ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპით კმაყოფილია.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არსებული ვითარებით კმაყოფილია ბიზნესიც. 

"საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ექსპორტის რეკოდული მოცულობა დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში შექმნილი უბედურების ფონზე, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი და გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა და იშვიათობაა. ამ ყველაფერს ემატება პოზიტიური მაჩვენებლებიც. არსებული გამოწვევების და საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48.4%-ით გაიზარდა და $504 მილიონი შეადგინა, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და $2 მილიარდი შეადგინა. 

პირველ კვარტალში გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა $568 მილიონი. იმ ფონზე, როდესაც ასეთი გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ეს მართლაც რეკორდია. მთელი ბიზნესი მოტივირებულია. ბიზნესი სწორად აღიქვამს იმ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომელიც ქვეყანაში ჩვენმა მთავრობამ შექმნა",- აღნიშნა პრემიერმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023