ბიზნესი
30/09/2021

პრემიერი: "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ₾2.5 მლრდ-ს ინვესტირებას ვგეგმავთ

მომდევნო წლების განმავლობაში "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 2.5 მლრდ ლარის ინვესტირება იგეგმება, რომელიც მთავრობის და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია იქნება.  

მისი თქმით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 1300-მდე ახალი საწარმო დაფინანსდება.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებითაც. ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია, დავამარცხოთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.