ბიზნესი
21/02/2023

PODIUM-ის ხელმძღვანელი: "შილაკებზე" არასწორი კამპანიაა აგორებული

„მომხმარებლების მხრიდან გაჩნდა კითხვები. მათი ნაწილი ერკვევა საკითხში, ნაწილი კი ვერ, შესაბამისად,პირდაპირ აუქმებს ჩაწერებს“,- ასე ეხმაურება სილამაზის სალონების ქსელ PODIUM-ის  ხელმძღვანელი  ნელი ავილოვი ცნობილი ქართველი ექიმების მიერ, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, გელ-გაქების (ე.წ შილაკი) მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

ნელი ავილოვი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი, რადგან ლედ-ნათურებით ვინც მუშაობს, ისინი მომხმარებლებს საფრთხეს არ უქმნიან.

„არსებობს პირობითად, 100 ლარიანი საშრობი, რომლითაც გელ-ლაქს აშრობენ და არსებობს მინიმუმ -  700 ლარიანი, რომელსაც მაგალითად, ჩვენი სალონი იყენებს. საშრობები, რომლებიც ლედ-ნათურებით მუშაობს, არის უსაფრთხო. ამიტომ, არასწორი კამპანიაა აგორებული, მაშინ უნდა გააკეთონ განმარტებაც, რომ არსებობს სხვადასხვა სახის საშრობი და რომელია უსაფრთხო და რომელი - არა“, - განმარტა სილამაზის სალონების ქსელ PODIUM-ის  ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ექიმების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომ გელ-ლაქის მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცლესაც კი, სალონში მომართვიანობა შემცირდა.

„ჯერჯერობით, ზარალი არ დამითვლია, თუმცა, საკმაოდ შეგვიმცირდა მომხმარებლები“,- განუცხადა "ბიზნესპარტნიორს" Podium-ის ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, ბევრს საუბრობენ გელ-ლაქის, იმავე - "შილაკის" საფრთხეების შესახებ. ფრჩხილების მოვლის ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, ყველაზე პოპულარულია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022