ბიზნესი
05/10/2023
"პლანტველი" მარწყვის ჯემის წარმოებას იწყებს
ბიომარწვის სასათბურე მეურნეობა "პლანტველი" მარწყვის ჯემის წარმოებას იწყებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" განუცხადა, აღნიშნულ პროდუქციაზე ინტერესი დიდია, შესაბამისად ვარაუდია, რომ მარწყვის ჯემის წარმოება ნოემბერში გაათმაგდება.
კომპანიამ პირველ ჯერზე 1000 ლიტრი დაბალი შაქრიანობის მარწყვის ჯემი, ყოველგვარი დანამატის გარეშე აწარმოა, რომელიც ქსელურ მარკეტებთან ერთად, ნიშურ, სოფლის მეურნეობის მაღაზიებშიც გაიყიდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია "პლანტველი" ექსპორტზე პროდუქციის რეგიონისა და გალფის ქვეყნებში გატანას გეგმავს.
ცნობისთვის, მეურნეობა ნატახტარში მდებარეობს, "პლანტველი" ყოველწლიურად ბიოლოგიურად სერთიფიცირებულ მარწვის მოსავალს აპრილიდან ნოემბრამდე 2.2 ჰექტარზე იღებს.