ბიზნესი
08/04/2023

პირველად საქართველოში, ჰიდრო ცილინდრების წარმოება იგეგმება

საქართველოში ჰიდრო ცილინდრების წარმოება იგეგმება. პროექტზე სააქციო საზოგადოება „სარინი“ მუშაობს. როგორც კომპანიის დირექტორმა, იუზა ჩუბინიძემ აღნიშნა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჰიდროცილინდრები დამზადდება.

„დღემდე, ამ პროდუქციის სრული იმპორტი ხორციელდება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. არადა, ძალიან მოთხოვნადი პროდუქციაა, რომელიც ყველა ტიპის წარმოებაში გამოიყენება, მათ შორის ტრაქტორების, სახნავი მექანიზმების, მანქანების. გარდა ამისა, ჰიდრო ცილინდრები განსაკუთრებით საჭიროა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში“, - განუმარტა „ბიზნესპარტნიორს“ იუზა ჩუბინიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „სარინი“ წარმოების დაწყებას ბელარუს პარტნიორებთან ერთად გეგმავს. „მათი მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე დავიწყოთ ჰიდრო ცილინდების წარმოება“, - აღნიშნა „სარინის“ დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა, მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, მისი ევროპის მასშტაბით, ექსპორტიც შესაძლებელი იქნება.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „სარინი“ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის, 80 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ლითონის გადამუშავებითა და ლითონის კონსტრუქციების დამზადებით არის დაკავებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022