ბიზნესი
31/01/2022

Piel Naturals-მა ქართული ყურძნის წიპწის ზეთისგან თავის მოვლის ახალი ხაზი შექმნა

თავის მოვლის 100%-ით ნატურალური საშუალებების მწარმოებელმა კომპანია Piel Naturals-მა ქართული ყურძნის წიპწის ზეთისგან ახალი ხაზი შექმნა.

კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ წელს Piel Naturals-ის ყველაზე დიდი სიახლე სწორედ ქართული ენდემური ყურძნის წიპწის ზეთისგან წარმოებული პროდუქტებია.

"1 წელზე მეტია ახალი ხაზის შექმნაზე ვმუშაობთ, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართული ნედლეულისგან ვამზადებთ თავისა და ტანის მოვლის საშუალებებს. მინდა აღვნიშნო, რომ ყურძნის წიპწის ზეთის პროდუქტების ნაწილი უკვე გაყიდვაშია. მაგალითად, თვალის კრემი, ტანის ლოსიონი, ზეთი, ასევე ახლა ფორმულების დამუშავების და დახვეწის პროცესში ვართ და სულ მალე ბევრ საინტერესო პროდუქტს დავამატებთ.

წიპწის ზეთს ადგილობრივი მწარმოებელი "შატო ზეგაანი" გვაწვდის, რომელიც არაჩვეულებრივადაა დამზადებული. პროდუქცია გათვლილია როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. მომხმარებელმა ეს სიახლე კარგად მიიღო და ყურძნის წიპწის ხაზი უკვე ძალიან მოთხოვნადია", – აღნიშნავს თათუკა ლომაძე.

მისივე თქმით, Piel naturals-ს უკვე აქვს თმის მოვლის საშუალებები, თუმცა კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის გამრავალფეროვნებაზე და მომავალში შამპუნების შრატებისა და კონდიციონერების წარმოებას გეგმავს, რომელიც მომხმარებლისთვის სიახლე, ხოლო ქართული ბაზრისთვის ინოვაციური იქნება.

"ზოგიერთ ფიქრობს, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ცხიმის ბაზაზეა დამზადებული. მინდა აღვნიშნო, რომ მოვერგეთ იმ მომხმარებლის მოთხოვნებს, რომელსაც არ მოსწონს ცხიმოვან ბაზაზე დამზადებული საცხები და დავამატეთ წყლის ბაზაზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებების ხაზიც," – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, Piel Naturals-ი ამ ეტაპზე თბილისში 7, ბათუმში 1 და ქუთაისში 1 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე კომპანია მხოლოდ 3 სარეალიზაციო სტენდით შემოიფარგლებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023