ბიზნესი
26/01/2022

Piel Naturals-ი წელს ფილიალებს თელავსა და რუსთავში გახსნის

თავის მოვლის 100%-ით ნატურალური საშუალებების მწარმოებელი ქართული კომპანია Piel naturals–ი გაფართოებას და თელავსა და რუსთავში ფილიალების გახსნას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ პროდუქციაზე არსებული დიდი მოთხოვნის გამო, 2022 წლის ბოლომდე, მაღაზიას კიდევ ორ ახალ ქალაქში გახსნან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა.

"2021 ჩვენთვის გაფართოების წელი გამოდგა, თუ ამ ეტაპზე კომპანია თბილისში 7, ბათუმში 1 და ქუთაისში 1 ლოკაციაზეა წარმოდგენილი, მანამდე Piel naturals–ი მხოლოდ 3 სარეალიზაციო სტენდით შემოიფარგლებოდა. გასული წელი ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა და გაფართოებამ პროდუქტზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. 2020–ში გავფართოვდით და ახალი საწარმო გავხსენით, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა თუ გაყიდვების ზრდას და ექსპორტთან დაკავშირებულ გეგმებს გადავხედავთ, ვფიქრობ, უახლოეს 2–3 წელიწადში წარმოების მასშტაბის გაზრდა კიდევ მოგვიწევს", – აღნიშნავს თათუკა ლომაძე. 

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, Piel naturals–ი მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის, იტალიისა და ბარსელონის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით.

"ინტენსიური მუშაობის და მოკვლევის პროცესში ვართ და აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს. რა თქმა უნდა, პანდემიამ ეს პროცესი შეანელა, თუმცა ისედაც გვჭირდება დრო, რომ გრძელვადიანი გეგმები სწორად დავსახოთ.  2022 წლის მთავარი გეგმა სწორედ ექსპორტს და ჩვენი პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას გულისმობს. ასევე, გვინდა რაც შეიძლება მეტი ინოვაციური პროდუქტი წარვუდგინოთ მომხმარებლებს და მაქსიმალურად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი," – ამბობს Piel naturals-ის დამფუძნებელი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023