ბიზნესი
11/05/2023

Phubber-ი  სომხეთის ბაზარზე შევიდა

სტარტაპ კომპანია Phubber  სომხეთის ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, დღეიდან Phubber Armenia გაეშვა და წინ კიდევ ბევრი ქვეყანაა. "რაც მთავარია სომხეთში ქართული კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება,"- წერს დოლაბერიძე. 

კომპანიის სომხეთსა და აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა  Phubber-ის თანადამფუძნებელმა მიმდინარე წლის მარტში გადაცემა „ბიზნესი რუსთავი2“-ში დაანონსა. მაშინ დოლაბერიძე აცხადებდა, რომ  Phubber-ის აპლიკაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე აპრილის შუა რიცხვებში ჩაეშვებოდა, თუმცა ბაზარზე ოპერირების სტრატეგია ამ ორ ქვეყანაში განსხვავებული იქნებოდა. 

„აზერბაიჯანის ბაზარზე Luxury resale მიმართულება გვაქვს და ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, ბრენდული მაღაზიების გვერდით  საგამოფენო სივრცეს ვხსნით, რომლის რემონტიც სულ მალე დასრულდება, ხოლო სომხეთში, საქართველოს მსგავსად ბაზარზე ონლაინ აპლიკაციის საშუალებით შევდივართ, რაც  მომხმარებელს საშუალებას მისცემს ყველა იმ ქვეყნიდან შეიძინოს ნივთი, რომელსაც Pubber სთავაზობს,“-აცხადებდა დოლაბერიძე.

2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანია უკრაინის ბაზარზე შევიდა. ამ ეტაპზე ბრენდი ინვესტორების მოზიდვაზე მუშაობს. სამომავლოდ გეგმავს ყაზახეთის, უზბეკეთისა და აღმოსავლეთი ევროპის ბაზარზე შესვლასაც.

ცნობისთვის, კომპანა Phubber-ი პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა, რომელიც 2019 წელს ამოქმედდა  და დღეს, საქართველოში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა.

პლატფრომა იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები.  Phubber-ი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რომელიც ძალიან ბევრ ფუნქციონალს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის AI-ის (ხელოვნური ინტელექტი) გამოყენებით.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023