ბიზნესი
18/04/2022

პარლამენტს სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევების ინიციატივით მიმართეს

პარლამენტს სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებისა და თამბაქოს მაღაზიების ლიცენზირებული ბიზნესის შექმნის ინიციატივით მიმართეს. 

შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება მოქალაქე დავით მებაღიშვილმა დაარეგისტრირა. 

ასევე, მოქალაქის ინიციატივაა, თამბაქოს მაღაზიამ შეიძინოს სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების უფლება და ფუნქცია, რითაც, ინიციატორის შეფასებით, გაჩნდება ინტერნეტკაზინოს გონივრული ალტერნატივა და კიდევ უფრო გაიზრდება მცირე ბიზნესის რაოდენობა. 

Businesspartner