ბიზნესი
05/06/2021

პანდემიის მიუხედავად, მკერდისა და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია მაინც აქტუალურია

პლასტიკური ქირურგი, “გია გვარამიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის“ დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  პანდემიის მიუხედავად მკერდისა (გადიდება, დაპატარავება) და ცხვირის ოპერაციაზე, ასევე ლიპოსაქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

მისივე თქმით, მოთხოვნაა მუცლის პლასტიკაზეც და სხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებზე.

"რაც შეეხება ბოტოქსით პროცედურებს, ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ლოქდაუნების დროს საკმაოდ მოთხოვნადი იყო ტუჩების გადიდება, ნაოჭების გასწორება და ასე შემდეგ. ახლა ეს მოთხოვნა დასტაბილურდა,“ - აღნიშნავს გვარამია.   

რაც შეეხება პანდემიის გავლენას, გვარამია აღნიშნავს, კლინიკას შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 20-30%-ით შეუმცირდა. ამას კლინიკის დამფუძნებელი იმით ხსნის, რომ საზოგადოება ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მისვლას თუ ეს გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.