ბიზნესი
18/09/2020

“პანდემიის მიუხედავად, ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა მაღალი დარჩა“- „ჩემი რანჩო“

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად კომპანია „ჩემი რანჩო“  წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

როგორც „ჩემი რანჩოს“ დამფუძნებელი ვანო იოსელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიუხედავად პანდემისაა არ შემცირებულა არც რეალიზაციის მაჩვენებელი და არც საინვესტიციო პროექტები დაპაუზებულა.

ბიზნესმენის განმარტებით, კომპანიას უჭირავს ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლის ნიშა. ამ პროდუქტზე კი პანდემიის მიუხედავად, მაღალი მოთხოვნა დარჩა.

„შიდა უსაფრთხოების სისტემები ისედაც უმაღლესი საერთაშორისო სტანდერტების მიხედვით იყო. რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, მუშობა ჩვეულ რეჟმში განვაგრძეთ და რაიმე სახის ცვლილება  არ  შეგვიტანია“-აცხადებს ვანო იოსელიანი.

ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში 2017 წლის ბოლოს გადაინაცვლა. გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში  არსებული  კომპლექსი მოიცავს როგორც  ფერმას, გადამამუშავებელ საწარმოს, ისე ლაბორატორიებს და სასაკლაოს.