პანდემიამ "ღვარძელაშვილის მარანს" ექსპორტი გაუორმაგა
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე „ღვარძელაშვილის მარანს“ პანდემიის პერიოდში კომპანია ექსპორტი გაუორმაგდა.
მარნის დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ პერიოდში მცირე მარნების ღვინოებზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. „ღვინის ექსპორტი გაიზარდა, რასაც ვერ ვიტყვით ადგილობრივად ღვინის გაყიდვაზე. მას შემდეგ რაც ფრენები შეჩერდა და ქვეყანაში ტურისტები ვეღარ შემოდიან, ტურისტული კომპანიებისგან საკმაოდ ბევრი ჯავშანი გამიუქმდა. მაგალითად, 2020 წელს 2860 ჯავშანი, რომელიც ჩემი კომპანიისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისი იყო,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.
ამ დროისთვის “ღვარძელაშვილის მარანში“ წელიწადში 5 000 ბოთლი იწარმოება, მათი უდიდესი ნაწილი საექსორტოა. გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივად ღვინო მხოლოდ ორ ღვინის ბარში იყიდება. საექსპორტო გეოგრაფია კი ამერიკას, გერმანიას, ჩეხეთს, პოლონეთს და ჰოლანდიას მოიცავს.
თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 2 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს აწარმოებს - საფერავს, კონდოლურსა და ჟღიას.