ოზურგეთი პლაზა: სასტუმროს გახსნა საკმაოდ რთულ სიტუაციაში მოგვიწია
სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ დირექტორი გიორგი ჩილაჩავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრომ ფუნქციონირება 2019 წლის დეკემბერს დაიწყო, ამას დაემთხვა პანდემია, რაც ახლადგახსნილი ობიექტისთვის განსაკუთღებულად რთული აღმოჩნდა.
მისი ინფორმაციით, სასტუმრომ 2020 წლის ზაფხულში იმუშავა, თუმცა მათ ძირითად ნაწილს სამსახურეობირვი საჭიროებისთვის ჩასული სტუმრები წარმოადგენდნენ.
16 ნომრიანი სასტუმროს გათვლა უცხოელ ტურისტზე არ ყოფილა, თუმცა,დღეს პანდემიამ ადგილობრივი ტურისტის აქტივობაც დააპაუზა. „ამჟამად სასტუმრო მუშაობს მთავრობის დადგენილი ყველა სტანდარტის დაცვით. დღეში საშუალოდ 5-7 ნომერია დაკავებული. ასეთი მუშაობით კომპანია საკუთარ თავს ძლივს ინახავს, მოგებაზე საუბარი არ არის.
სესხის გადახდა გვიჭირს და კარგია, რომ მთავრობამ მისი სუბსიდირება მოახდინა. კარგი პროექტი იყო და კარგი იქნება თუ გაგრძელდება,“ - აცხადებს ჩილაჩავა.
სასტუმრო „ოზურგეთი პლაზაში“ 300 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროში სტანდარტული ნომრის ფასი 80 ლარს შეადგენს.