ბიზნესი
03/03/2021

"ოტიას ეზოს" ბრენდით ღვინო იტალიაში, საფრანგეთსა და იაპონიაში გაიყიდება

ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში" დამზადებულ ღვინოს ექსპორტზე გაიტანს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მეურნეობის დამფუძნებელი ოტია იოსელიანი აცხადებს, „ოტიას ეზოს“ ბრენდით ღვინო უკვე იტალიაში, საფრანგეთსა და იაპონიაში გაიყიდება.

„თუ აქამდე ღვინო ტურისტებზე იყიდებოდა, ახლა წარმოებული ღვინის დიდი წილი საერთაშორისო ბაზარზე გავა. ამ ეტაპზე ექსპორტზე 3 დასახელების ღვინო (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური) გავა,“ - აცხადებს ოტია იოსელიანი.

მისი ინფორმაციით, პირველი პარტია, 200 ბოთლი მარტის ბოლოს გაიგზავნება.

როგორც ცნობილია, მწერლის სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. როგორც ოტია იოსელიანი აცხადებს, ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.