ბიზნესი
07/03/2021

"ოტიას ეზომ" ლუდის წარმოების დაწყება ზაფხულისთვის გადადო

ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში" კრაფტ ლუდის წარმოებას ზაფხულში დაიწყებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მეურნეობის დამფუძნებელმა ოტია იოსელიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მეურნეობაში ლუდის სატესტო ხარშვა მიმდინარეობს.

როგორც მწერლის შვილიშვილი აცხადებს, დაგეგმილი იყო გასული წლის ბოლოს წარმოების დაწყება, თუმცა სახარში დანადგარების ჩინეთიდან ჩამოტანა დროში გაჭიანურდა, შეიცვალა ფასებიც. შესაბამისად, ოჯახურ მეურნეობას პროექტის გადადება მოუწია.

„ამას თან დაერთო ლარის კურსის ცვლილებაც. გარდა ამისა, ჩინეთმა გაზარდა ტრანსპორტირების საფასური, ამიტომ ამ ეტაპზე უსახსრობის გამო თავი შევიკავეთ აღნიშნული პროექტის აქტიურად ჩაშვებისგან,“ - აცხადებს იოსელიანი.

სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი აცხადებს, სამომავლოდ მეურნეობის გაფართოება და „ოტიას ეზოში" სხვადასხვა სახის სიახლის დანერგვა იგეგმება. საწყის ეტაპზე ეს იქნება ლუდი, რომელიც ჩამოსასხმელი სახით ადგილობრივად, მეურნეობაში მისულ სტუმრებისთვის გაიყიდება, ზაფხულიდან კი დაგეგმილია პროდუქტის ჩამოსხმა და რამდენიმე ლუდის მაღაზიაში სარეალიზაციოდ შეტანა. როგროც იოსელიანი აცხადებს, ეს იქნება განსხვავებული ტექნოლოგიით, ნატურალური  წარმოება.

მისი ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 20 000 -25 000 ევროს ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახელით გაიყიდება წყალტუბოში წარმოებული ლუდი, ოტია იოსელიანი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეს იქნება ბრენდი „ოტიას ეზო“, თუმცა სახელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„დღეს ბაზარზე საოჯახი ტიპის ლუდის ნაკლებობაა. მისი წარმოების გადაწყვეტილებაც აქედან წამოვიდა. ლუდში შემავალი ოთხივე მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება. საუბარია, ალაოზე, სვიაზე, წყალსა და საფუარზე,“ - აცხადებს ოტია იოსელიანი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022