ბიზნესი
04/03/2021

"ოტიას ეზო" გესთჰაუსის გახსნისთვის დაფინანსებას ელის

ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობა „ოტიას ეზოში"  საოჯახო სასტუმროს გახსნისთვის დაფინანსებას ელოდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ მეურნეობის დამფუძნებელი ოტია იოსელიანი აცხადებს, დაფინანსებას კომპანია ორი ორგანიზაციიდან ელოდება, აქედან პროგარამა „აწამოე საქართველოშია“.

ოტია იოსელიანის ინფორმაციით, თუ ყველაფერი კარგად იქნა, 3-4 ადგილიან გესთჰაუსში პირველ სტუმარს მეურნეობა მომავალი წლის ზაფხულში მიიღებს. მისივე განცხადებით, პროექტში 30 000 ევრო ჩაიდება.

მისი ინფორმაციით, სახლ-მუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„ეს ოჯახის ღვინოა. ამ ეტაპზე 4 დასახელების ღვინოს (ჩხავერი,ოცხანური საფერე, ცოლიკაური, ოჯალეში) ვამზადებთ,“ - აცხადებს ოტია იოსელიანი.

"ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მისი ოჯახის წევრებმა დააფუძნეს. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ. როგორც ოტია იოსელიანი აცხადებს, ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022