ბიზნესი
11/12/2021

ონლაინ კომერციის ასოციაცია: ქართველებს Etsy-ზე 27 000 ნივთი აქვთ განთავსებული

"ონლაინ კომერიციის ასოციაციის" დამფუძნებლის თქმით, ბოლო პერიოდში ციფრული პროდუქტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო პლატფორმებზე.

როგორც ლევან მოლაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, წამოვიდა ციფრული პროდუქტების ტენდენცია და ფრილანსერები, რომლებიც საქართველოდან ქმნიან ციფრულ პროდუქტებს, ეს შეიძლება იყო მაგალითად, დიზაინი, ლოგო და მუსიკა, ამასთან ვინც მუშაობს კრიპტო მიმართულებით შეუძლიათ, რომ  საკუთარი ციფრული პროდუქტები განათავსონ და გაყიდონ საერთაშორისო პლატფორმებზე.

"ციფრული პროდუქტების მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ძალიან დიდი ზრდა აქვს, როგორც გაყიდვების ასევე დაინტერესების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ქართველ მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს Amazon და Ebay, თუმცა კიდევ უფრო მოთხოვნადია Etsy.com, რომლის მიმართულებაც ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციაა. ბოლო მონაცემებით, Etsy–ზე 27 000 ნივთია განთავსებული ქართველების მიერ, რაც შეზღუდვებამდე უფრო მეტი იყო. მოგეხსენებათ, დაიბლოკა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, თუმცა მაინც ვლიდერობთ კავკასიაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. დიდი იმედი გვაქვს და საფორთთან კომუნიკაციაც გვაძლევს ამის საფუძველს, რომ შეზღუდვები მალე მოიხსნება."– აღნიშნავს ლევან მოლაშვილი.

მისივე თქმით, საკმაოდ კარგი წინსვლა გვაქვს პლატფორმებზე ვაჭრობის კუთხით, Ebay–ც კარგად ამუშავდა და დიდი რაოდენობით ქართული პროდუქცია განთავსდა.

"რაც შეეხება Amazon–ს იქედან გამომდინარე, რომ აქტივობის განსხვავებული ფორმატი აქვს, საჭიროებს ინვესტიციას, პროდუქციის გაგზავნა, შესაბამისად ჩამოთვლილ პლატფორმებს შორის, ყველაზე ნაკლები აქტივობით გამოირჩევაა, თუმცა ნელ–ნელა Amazon–ზეც უფრო მეტი ქართული პროდუქტის განთავსება ხდება.

რაც შეეხება უცხოელების მხრიდან დაინტერესებას და ჩართულობას, საკმაოდ დიდია, გამიჭირდება რომელიმე მიმართულების გამორჩევა, თუმცა თუ სწორად ხდება ბაზრის შერჩევა პროდუქტი კარგად იყიდება."–აცხადებს ონლაინ კომერციის დამფუძნებელი.