ბიზნესი
09/03/2021

ოკტოპუსი: ცალკე ბანკს ველაპარაკებით, ცალკე შემოსავლების სამსახურს რომ მუშაობა განვაახლოთ

„ოკტოპუს-ფიტნეს კლუბში“ ამ ეტაპზე არ იციან შეძლებენ თუ არა 15 მარტს მუშაობის განახლებას. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიამ იმისთვის, რომ გახსნა შეძლოს, დაახლოებით 200 000 ლარის მოზიდვაა საჭირო.

„გვაქვს როგორც საგადასახადო, ისე მომწოდებლების დავალიანებები, რომლის გადასახდელადაც ცალკე ბანკს ველაპარაკებით, ცალკე - შემოსავლების სამსახურს, რომ როგორმე ფუნქციონირება განვაახლოთ. ამის გამო ვაპირებთ ბანკიდან დამატებით სესხი ავიღოთ. დღეს არ გვაქვს ეს ფინანსები, თუმცა, მაქსიმალურად ვემზადებით საორგანიზაციო ნაწილში, იმედია, რომ ამ ერთ კვირაში მოვიძიებთ თანხას  და გახსნას შევძლებთ, თუმცა, დარწმუნებულები არ ვართ,“ - აცხადებს ასათიანი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტული დარბაზები 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ.  

ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022