ბიზნესი
03/02/2022

ოკტოპუსი: "მწვანე პასპორტს" არ ვითხოვთ, თუმცა ვიცავთ ყველა რეგულაციას

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ  „მწვანე პასპორტის“ მოქმედებას იმ ფორმულირებით, რაც იყო, აზრი არ ჰქონდა. მისი ინფორმაციით, „მწვანე პასპორტების“ გაუქმება რეალურად  „უვადო“ „მწვანე პასპორტების“ პრეცედენტმაც განაპირობა.

„ამ დროისთვის ჩვენ  „მწვანე პასპორტს“ არ ვითხოვთ, თუმცა, ვასრულებთ ყველა იმ რეგულაციას, რაც  შინაგანაწესით არის დადგენილი. ამაში იგულისხმება ლიმიტირებული დაშვებები და ასე შემდეგ. მაგალითად, აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია ჩვენმა მომხმარებელმა უყუროს და გააკონტროლოს დარბაზში არსებული აქტივობა, რაც მათთვის კომფორტს ქმნის,“ - აცხადებს ასათიანი.

მისივე განცხადებით, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ მომხმარებლის 95% ვაქცინირებულია, შესაბამისად, ბიზნესზე ნეგატიურად არც „მწვანე პასპორტის“ შემოღება ასახულა და არც მისი გაუქმების შედეგად დადგება არასასურველი შედეგი.  

ასათიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიტნეს კლუბში მომართიანობა გაზრდილია, რაც დიდი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" გაუქმებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი  ბიზნესს "მწვანე ბარათის" გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020